Сообщения

მეცხრე დღე

                                     მეცხრე  დღე    ტრენინგი  დავიწყეთ   პროექტის  გეგმის  შაბლონის  გადახედვით.    ნამუშევრი  მოვამზადე წარსადგენად, პორტფოლიოს გადავხედე  და  დავასრულე, რომელშიც  მოვათავსე  ყველა  მასალა, რაზეც  ვმუშაობდი  ტრენინგის  განმავლობაში. პორტფოლიო  ავტვირთე  დრაივზე  და ბლოგზე  გავაზიარე,  რეფლექსია  განვათავსე ბლოგზე.   ამ  პროექტზე  მუშაობით  ძალიან  კმაყოფილი  ვარ,  რადგან მივიღე  ის  საჭირო  და  საინტერესო  ინფორმაცია,  რაც დამჭირდება პროექტების  მოსამზადებლად.   დიდი  მადლობა  ჩვენ  ტრენერს-ქალბატონ  ხათუნას,  რადგან  მისი  აქტიური  მუშაობით,  ჩვენ  შევძლეთ  პროექტებით სწავლება  გამოვიყენოთ  გაკვეთილებზე.

მერვე დღე

                                                     მერვე  დღე    ტრენინგი  დავიწყეთ   დიფერენცირებული  სწავლების  საკითხების  განხილვით.  შევავსეთ  ჩვენი  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონის  შესაბამისი  ველი.  გავაკეთეთ ერთ-ერთი  მოსწავლისათვის  დამხმარე შაბლონი(ვმვ ცხრილი).  ასევე  ვიმუშავეთ  წყვილებში  და  განვიხილეთ მაგალითები,  როგორ მივაწოდოთ  მოსწავლეებს  ამომწურავი  ინსტრუქცია  არსებულ  საკითთან  დაკავშირებით. განვიხილეთ  თემა: ფასილიტაცია  ტექნოლოგიებით,   კითხვების  დასმა  მოსწავლეთა  ჩართულობისა და  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  წახალისებისათვის, ასევე  ფასილიტაციის  რესურსების  შექმნაზე.   საკმაოდ  საინტერესო  და  შრომატევადი  იყო  დღევანდელი  დღე.

მეშვიდე დღე

                                     მეშვიდე  დღე    ტრენინგი   დავიწყეთ   დავალების   განხილვით.   ტრენერმა გაგვაცანო დღევანდელი   დღის   სასწავლო   საკითხების   განრიგი.   ვისწავლეთ   დრაივზე   ჩვენთვის   საჭირო   ინფორმაციის   შენახვა   და   გამოქვეყნება, ბლოგზე   სხვისი   ნაშრომების   ნახვა   და   კომენტარის   გაკეთება.   შევქმენით პოვერპოინტში   დამხმარე   მასალა.  გავეცანით  მასალას  მოსწავლეთა  წარმატების  ხელშეწყობისათვის.  ბლოგზე  ავტვირთეთ  ჩვენი  პრეზენტაციები.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მეექვსე დღე

                                          მეექვსე  დღე   ტრენინგი  დავიწყეთ  powerpoint -ში  მოცენული  მაგალითის  განხილვით.  შემდეგ  დავიწყეთ  მუშაობა  ჩვენი  პროექტისთვის  powerpoint-ის  მომზადევბა. განვიხილეთ მოსწავლის  სავარუდო  ნაშრომის  შეფასება, დაგეგმვა,  გადავხედეთ  სასწავლო  გეგმის  პროექტს.    ნაყოფიერი  იყო  დღევანდელი  დღე.

მეხუთე დღე

                                                                  მეხუთე     დღე   ტრენინგი   დავიწყეთ   დავალებების     განხილვით . ვიმუშავეთ - სტანდარტით   განსაზღვრული   შედეგების   მიღწევა მოსწავლეზე   ორიენტირებულ   სასწავლო   გარემოში ;  21- ე საუკუნის უნარ - ჩვევების     მიღწევა ; ტექნოლოგიების   გამოყენებასთან   დაკავშირებული   ეთიკის   ნორმების   დაცვა ; ინტერნეტის   გამოყენება   კვლევისთვის ; ინტერნეტ   თანამშრომლობითი   სასწავლო   რესურსის   გამოყენება .  სასწავლო   პროექტის   გეგემის   შაბლონში   შევავსეთ   შეფასების   გეგმის   ველი ; ვიმუშავეთ   პოვერპოინტში . დღევანდელი დღით   კმაყოფილი   ვარ ,  რადგან   ნაყოფიერი და   საინტერესო   იყო   ჩემთვის   ეს   დღე ,